ერასმუსის სტიპენდიების რაოდენობით საქართველო პარტნიორი ქვეყნებიდან მე-6 ადგილზე გადავიდა

Erasmus+ სტიპენდიების რაოდენობის მიხედვით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას პროგრამის საქართველოს ოფისი ავრცელებს.

ორგანიზაციის თანახმად, 1 808 სტიპენდიით საქართველომ პოზიცია უპრეცედენტოდ გაიუმჯობესა

“ბოლო 4 წელია, Erasmus+ სტიპენდიების რაოდენობის მიხედვით საქართველო პარტნიორი ქვეყნების პირველ ათეულშია, მაგრამ წელს პირველად “ავედით” მე-6 ადგილზე (მანამდე მე–8 გვქონდა ხოლმე)”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ფეისბუქ-გვერდზე.

სტიპენდიების რაოდენობით, პარტნიორი ქვეყნებიდან, პირველ ხუთეულში რუსეთი, უკრაინა, სერბეთი, ისრაელი და ალბანეთი არიან. საქართველოს კი ბოსნია&ჰერცეგოვინა, მაროკო, ეგვიპტე და იორდანია მოსდევენ.

Erasmus+ ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა, რომელიც განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. პროგრამის დახმარებით არაერთ ქართველ სტუდენტს მიუღია განათლება საზღვარგარეთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან