ახალი ამბები

პროკურორი: ეს არის კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერს შეუძლია

5 მარტი, 2019 • 1278
პროკურორი: ეს არის კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერს შეუძლია

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ხაზარაძის სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე წერილის შინაარსზე ვერ ისაუბრებს. თუმცა, მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც ხაზარაძემ სასამართლოს გადასცა, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი იყო, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია:

“ეს იყო ჩვეულებრივ ფურცელზე კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამ ფურცელზე არანაირი მაინდენტიფიცირებადი ინფორმაცია არ იყო. როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, ეს წერილი მას შუამავალმა მიაწოდა და როცა ვკითხეთ შუამავალის დასახელება, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით ის შუამავალს არ ასახელებს.

რაც შეეხება შინაარსს, ეს წერილი ჩვენ არ გადმოგვცემია და ის ამ ეტაპზე სასამართლოს აქვს. ყველა საგამოძიებო მოქმედებას ჩავატარებთ, რომ დადგინდეს ამ წერილის წარმომავლობა. როდესაც სასამართლოსგან ამ წერილს მივიღებთ, ამის შემდეგ დავგეგმავთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას”, – აცხადებს პროკურორი.

ამავე თემაზე:

წერილის ასლი გამოძიებას მივეცი, ორიგინალი ლონდონშია ექსპერტიზაზე – ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი