ახალი ამბები

ხაზარაძის თქმით, გახარიას წერილი სასამართლოში მიიტანა

5 მარტი, 2019 • 1391
ხაზარაძის თქმით, გახარიას წერილი სასამართლოში მიიტანა

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მუქარის წერილი, რომელიც შს მინისტრის, გიორგი გახარიასგან მიიღო, სასამართლოში მიიტანა.

ჟურნალისტის კითხვაზე თან აქვს თუ არა წერილი, მამუკა ხაზარაძე პასუხობს, რომ წერილი თან აქვს.,

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის დაკითხვა მიმდინარეობს. დაკითხვის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ დაკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

დღეს მამუკა ხაზარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კითხავენ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, შს მინისტრის მუქარის წერილზე დაკითხვაზე ისაუბრა, შესაბამისად, პროკურატურას და სასამართლოს წერილზე ინფორმაცია ამ დრომდეც მიღებული ჰქონდათ.

“მე ამ წერილის შესახებ დაკითხვაზე ვთქვი. ამ საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა, არც მოსამართლემ და არც საქმის პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვეს, როცა ვუთხარი, რომ ჩემზე იყო შემოტევა-მუქარა… ეს არის ჩაწერილი და არავინ არათუ დაინტერესდა, არამედ 9 იანვარს პროკურატურამ ჩემზე პირველი საშინელი განცხადება გააკეთა, რამაც ჩვენს ინვესტორებს 90 მლნ ლარი დააკარგვინა. მე ამ წერილზე დაკითხვაზე ვისაუბრე, რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს?!” – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

გახარია უარყოფს მუქარის ფაქტს, ხოლო პროკურატურა იმას, რომ ხაზარაძემ დაკითხვისას გახარიას წერილზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი