ახალი ამბები

დღეს მამუკა ხაზარაძეს სასამართლოში დაკითხავენ

5 მარტი, 2019 • 651
დღეს მამუკა ხაზარაძეს სასამართლოში დაკითხავენ

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, 2 საათზე მამუკა ხაზარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხავენ.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შსს-ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, შსს მინისტრის მუქარის წერილზე დაკითხვაზე ისაუბრა, შესაბამისად, პროკურატურას და სასამართლოს წერილზე ინფორმაცია ამ დრომდეც მიღებული ჰქონდათ.

“მე ამ წერილის შესახებ დაკითხვაზე ვთქვი. ამ საკითხზე გამოძიება არ დაწყებულა, არც მოსამართლემ და არც საქმის პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვეს, როცა ვუთხარი, რომ ჩემზე იყო შემოტევა-მუქარა… ეს არის ჩაწერილი და არავინ არათუ დაინტერესდა, არამედ 9 იანვარს პროკურატურამ ჩემზე პირველი საშინელი განცხადება გააკეთა, რამაც ჩვენს ინვესტორებს 90 მლნ ლარი დააკარგვინა. მე ამ წერილზე დაკითხვაზე ვისაუბრე, რატომ არ ასაჯაროებს პროკურატურა ჩემი დაკითხვის ოქმს?!” – ამბობს მამუკა ხაზარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი