ახალი ამბები

ჯანდაცვის კომიტეტმა I მოსმენით, “პრინციპების დონეზე” მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი

5 მარტი, 2019 • 1356
ჯანდაცვის კომიტეტმა I მოსმენით, “პრინციპების დონეზე” მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი

5 მარტს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით. “პრინციპების დონეზე” მიიღო “ბავშვის უფლებათა კოდექსი”. კანონპროექტი გუშინ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განიხილეს პარლამენტში.

“გუშინ ვერ მოვახერხეთ, კენჭი გვეყარა”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, კაკი ზოიძემ. შემდეგ კი ამ ფორმულირებით დასვა კითხვა: “შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ მიერ იქნა მიწოდებული, ვინ არის მომხრე, რომ პრინციპების დონეზე მხარი დავუჭიროთ ბავშვთა კოდექსს და წარმოდგენილ თანმდევ კანონპროექტებს”?

მისი თქმით, ამ საკითხის განხილვაში წამყვანი კომიტეტი ადამიანის უფლებათა კომიტეტია.

დოკუმენტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. როგორც დეპუტატმა სოფიო კილაძემ პროექტის პრეზენტაციისას განმარტა თებერვალში, საკანონმდებლო პაკეტის მიზანია “გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, დამატებითი ოქმების და სხვა საერთაშორისო კონვენციების ეფექტური აღსრულება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”.

ასევე, “ბავშვის უფლებათა და თავისუფლბათა განხორციელება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ოჯახის მხარდაჭერა, სუკეთესო ინტერესების უპირატესობა, მონაწილეობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა”.

გაიგეთ მეტი:

რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსის ახალი პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი