ახალი ამბები

ჩიკვილაძე, ღოღობერიძე და მინდიაშვილი – GPB -ს მეურვეობის კანდიდატები დეპუტატებისთვის

4 მარტი, 2019 • 1369
ჩიკვილაძე, ღოღობერიძე და მინდიაშვილი – GPB -ს მეურვეობის კანდიდატები დეპუტატებისთვის

მიხეილ ჩიკვილაძე, მანანა ღოღობერიძე და ნინო მინდიაშვილი – კომისიამ ეს სამი კანდიდატი შეარჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებიდან და სწორედ ამ სიას წარუდგენენ პარლამენტს, რომელმაც თავის მხრივ სამეურვეო საბჭოს ერთი წევრი უნდა დაამტკიცოს.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ერთი წევრის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილმა წევრმა ზაზა შათირიშვილმა  სამეურვეო საბჭო ვადაზე ადრე დატოვა. ის  საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული. შესაბამისად, ახლა ამ სამი კანდიდატიდან სასურველი სწორედ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აირჩიოს და წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრებმა 4 მარტს მოუსმინეს მეურვეობის კანდიდატობის მსურველებს – ზაალ ანჯაფარიძეს, მალხაზ ასლამაზაშვილს, ია მამალაძეს, ნინო მინდიაშვილს, მანანა ღოღობერიძეს, დონარა შონავას, მიხეილ ჩიკვილაძეს და იოსებ ჭუმბურიძეს. ზემოთ ნახსენები სამი კანდიდატი სწორედ გასაუბრების შემდეგ შეარჩიეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი