ახალი ამბები

ყველას მოუწევს, პასუხი აგოს თავის სიტყვებზე – გახარია ხაზარაძის ბრალდებაზე

4 მარტი, 2019 • 1303
ყველას მოუწევს, პასუხი აგოს თავის სიტყვებზე – გახარია ხაზარაძის  ბრალდებაზე

შს მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებას ეხმაურება. დღეს, 4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მან გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

“ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა. მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ და პირში ვეუბნები, მათ შორის, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ბიზნესში ამ ქვეყანში უნდა დასრულდეს ერთხელ და საბოლოოდ. შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც ვალდებულებაზე, ასევე, მის სიტყვებზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, იმუნიტეტი მოიპოვოს, სხვა ყველაფერი არის ტყუილი. რაც შეეხება პარლამენტში მოსმენას, არაერთხელ მივსულვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით მივალ დიდი სიამოვნებით,” – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ. მან დღეს ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გახსნა.

“გახარიას მუქარის წერილზე” მამუკა ხაზარაძეს პროკურატურაში გამოკითხავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი