ახალი ამბები

“თიბისის” საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო

4 მარტი, 2019 • 1022
“თიბისის” საქმეზე საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო

“თიბისი ბანკის” საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. “თიბისი ბანკის” საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საჯარო განცხადებით უკვე მოითხოვა “ევროპულმა საქართველომ”.

პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის, ანუ 50 დეპუტატის მხარდაჭერით. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია სრული შემადგენლობით დაუჭერს მხარს, ამ გადაწყვეტილების მისაღებად “ქართული ოცნებიდან” 8 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

ამავე თემაზე:

სერგი კაპანაძე ხაზარაძეზე გახარიას შესაძლო მუქარის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი