ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი მფრინავები სომხეთში უმაღლეს პილოტაჟს ეუფლებიან

26 აგვისტო, 2014 • • 1056
რუსი მფრინავები სომხეთში უმაღლეს პილოტაჟს ეუფლებიან

ამჯერად სამხრეთ სამხედრო ოლქის რუსეთის ბაზაზე სასწავლო წვრთნებს ახალგაზრდა მფრინავები გადიან. 


სამხრეთ ოლქის პრესსამსახურის განცხადებით, პილოტებმა თანამედროვე გამანადგურებელ მიგ-29-ზე პილოტაჟის რთული ელემენტების შესწავლა დაიწყეს. მფრინავები გეგმავენ დაეუფლონ პილოტირების რთულ ელემენტებს. 


სამხედრო მომზადების განსაკუთრებულობა მფრინავების მაღალმთიან და ცხელი კლიმატის პირობებში სწავლება იქნება.  

 

სწავლების პროგრამა საშულებას მისცემს მაღალი კლასის პილოტებს თანამედროვე საჰაერო იერიშის დროს აუციელბელი მანევრების შესრულებას დაეუფლონ. სამხედროთა სასწავლო წვრთნებს უძღვებიან გამოცდილი პილოტები თვითმფრინავებში, რომლებიც ორი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟისგან შედგება.


შეგახსენებთ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრში განთავსებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზისა და ერევნის გარნიზონის ქვედანაყოფების ახალი შეიარაღება 40%-მდე გაიზარდა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი