მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მუხლი გადააკვალიფიცირა; მოსამართლემ მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვისთვის გაამტყუნა და არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებით – დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანთან გასაუბრების შემდეგ მიიღებს დაცვის მხარე გადაწყვეტილებას, გაასაჩივრებს თუ არა ბრალდებული ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში. დაცვის მხარე ბრალდებულის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

  • ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს.
  • მირზა სუბელიანის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეუერთდა ზაზა სარალიძის აქციას, რომელიც ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამაა.
  • ზაზა სარალიძე თითქმის ერთი წელია, პარლამენტთან პერმანენტულ აქციას მართავს, მისი შვილის მკვლელის ვინაობა კი ამ დრომდე ვერ დაადგინა გამოძიებამ.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.