ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვაშინგტონი აფხაზეთის არჩევნებს არ ცნობს

26 აგვისტო, 2014 • • 1038
ვაშინგტონი აფხაზეთის არჩევნებს არ ცნობს

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯენ ფსაკიმ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა. 

 

“ვაშინგტონი არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და არ აღიარებს მის შედეგებს,”- განაცხადა ფსაკიმ. 

 

მისი განცხადებით, ვაშინგტონის პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ უცვლელი რჩება და ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. 

 

“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის აგვისტოში აღებული ყველა ვალდებულობა შეასრულოს. ეს ითვალისწინების რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების შეცვლას და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალ შეშვებას რეგიონში. ასევე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს,”- განაცხადა სპიკერმა. 


აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართა და აფხაზეთის ცესკოს წინასწარი მონაცემით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.


ჯენ ფსაკი
ჯენ ფსაკი



მასალების გადაბეჭდვის წესი