ახალი ამბები

მილანში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა

4 მარტი, 2019 • 1064
მილანში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა

მილანში, რასიზმის საწინაარმდეგო მსვლელობას ასობით ათასი ადამიანი შეუერთდა. საპროტესტო მარშის მონაწილეების განცხადბეით, იტალიის მთავრობის პოპულისტური პოლიტიკა რასიზმს ახალისებს.

როგორც BBC წერს, მსვლელობის მთავარი სლოგანი  იყო “ადამიანები უპირველეს ყოვლისა”. აქციის მონაწილეები იტალიის მთავრობისაგან მოითხოვენ საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლას, რომელიც, მათი თქმით, შიშსა და სიძულვილს უწყობს ხელს.

იტალიის მთავრობის მიერ სექტემბერში მიღებული დადგენილების მიხედვით, მიგრანტების დეპორტაცია მარტივდება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ადამიანისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

როგორც BBC წერს, ახალი სამთავრობო კოალიციის პირობებში, იტალია შეეცადა  პორტები დაეკეტა მიგრანტთა ნავებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით გეგმავდნენ ქვეყანაში შესვლას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი