ახალი ამბები

რომში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის პარალელურად აქცია იმართება

3 მარტი, 2019 • 2036
რომში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის პარალელურად აქცია იმართება

რომში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება. შეხვედრის პარალელურად, ქუჩაში იმართება სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია.

რომში იმყოფება “პოსტ ტვ-ის” დამფუძნებელი შალვა რამიშვილი, რომელსაც შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს.

“რომში პოლიცია, განსხვავებით ლიეჟისგან, მართლა უმაღლეს დონეზე მუშაობს.ჯერჯერობით იდეალური წესრიგია ჩვენი შეხვედრის ადგილის გარშემო. მე უკვე დარბაზში ვარ და დავიწყე ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრა. მართლა ძალიან საინტერესო ხალხია ჩამოსული, ველოდები მაგარ დისკუსიას”, – შეხვედრის დაწყებამდე დაწერა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მიხეილ სააკაშვილმა.

Posted by Mikheil Saakashvili on Sunday, March 3, 2019

რუსთავი 2-ის ცნობით, სააკაშვილის შესახვედრად მოქალაქეები რომში ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ.

რამდენიმე კვირის წინ, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან დაძაბულობის ფონზე გაიმართა. მაშინ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სააკაშვილის თქმით, მის მოწინააღმდეგეებს ორგანიზება საქართველოს ხელისუფლებამ გაუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი