ახალი ამბები

ქუთაისში ავტოგასამართი სადგურების დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

3 მარტი, 2019 • 1430
ქუთაისში ავტოგასამართი სადგურების დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართაკლდამცავებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.

როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, ბრალდებულმა ქუთაისში, აღმაშენებლის
გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული –
130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ ვ.მ., ასევე, დანის მუქარით, ყაჩაღურად თავს
დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის
ოპერატორს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის
ჩადენიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.

პოლიციამ ცივი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი