ახალი ამბები

ილონ მასკის Crew Dragon-მა პირველი ფრენა წარმატებით დაიწყო

2 მარტი, 2019 • 1385
ილონ მასკის Crew Dragon-მა პირველი ფრენა წარმატებით დაიწყო

კომპანია SpaceX-ის მძიმე რაკეტამმზიდმა Falcon 9-მ, რომელსაც ახალი კოსმოსური ხომალდი Crew Dragon გადაჰქონდა, წარმატებული სტარტი აიღო.

ეკიპაჟის 7 წევრზე გათვლილი ხომალდი პირველ სატესტო ფრენას უპილოტო რეჟიმში ახორციელებს.

BBC-ის ინფორმაციით, Falcon 9-მ 2 მარტს, 02:49 საათზე აიღო სტარტი, 11 წუთის შემდეგ კი მართვის ცენტრში შეტყობინება შევიდა, რომ Сrew Dragon-ი წარმატებით გამოეყო რაკეტამზიდს.

ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კვირას უნდა მიაღწიოს, 1 კვირის შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი