ახალი ამბები

დღეს ნორმალური ურთიერთობები გვაქვს – ეპისკოპოსი იაკობი გახარიაზე

2 მარტი, 2019 • 1103
დღეს ნორმალური ურთიერთობები გვაქვს – ეპისკოპოსი იაკობი გახარიაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ახლა “ნორმალური ურთიერთობა” აქვს და არ სურს საუბარი, რატომ დაუპირსიპირდა მას რამდენიმე თვის წინ.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა სასულიერო პირებზე კომპრომატების მოპოვების არაფორმალური ბრძანება გასცა, მათ შორის, ფარული ჩანაწერების გაკეთების ჩათვლით, ერთ-ერთმა პოლიციელმა კი ინფორმაცია მეუფე იაკობამდე მიიტანა.

პატრიარქის ქორესპისკოპოსი არ ადასტურებს, რომ გასული წლის დეკემბერში სწორედ ამის გამო თქვა, რომ შს მინისტრი რუსეთია კაცია და თუ გახარია პრემიერობას გადაწყვეტს, მაშინ სამღვდელოება მას ჩამოაგდებს.

„კომპრომატებს გააჩნია, რას უწოდებ. მე არ ვიცი, რა უნდა ქნას კომპრომატით, გინდ შსს-მ, გინდ რუსეთმა?“ – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ბოდბელმა ეპისკოპოსმა, რომელიც ახლა ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

“ვინც თქვა [კომპრომატებზე], იმას უნდა ჰკითხოთ. დღეს გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობები და არ მინდა ჩემი ინტერვიუთი ურთიერთობები დავძაბო, მინისტრი იქნება თუ სხვა ვინმე”, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

“რუსთვი 2”-ის ინფორმაციით, მეუფე იაკობის მიერ გიორგი გახარიას კრიტიკის შემდეგ მასთან მთავრობის წევრები მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს.

მეუფე იაკობი გახარიაზე: „თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებთ“

მასალების გადაბეჭდვის წესი