ახალი ამბებიხელოვნება

პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად თბილისში [ფოტო]

2 მარტი, 2019 • 2862
პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად თბილისში [ფოტო]

1 მარტს, ივენთ ჰოლში, ქართველი მსმენელის წინაშე თბილისის რიგით 22-ე ჯაზ-ფესტივალის ჰედლაინერი, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად წარსდგა. ტრიოს შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი იყვნენ.

ისთერნ პრომოუშენის დირექტორის, გიორგი კერესელიძის შეფასებით, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღით პუბლიკა აღტაცებული დარჩა და მათი ოვაციებიც ამას მოწმობდა:

ძალიან კარგი რეპოერტუარი იყო და კარგი შემადგენლობით ჩამობრძანდა იგი საქართველოში. ამ დონის მუსიკოსით მე-12 ჯაზ-ფესტივალია წარმოდგენილი და ველოდებით ფესტივალის დასკვნით დღეს, რომელიც გახლავთ ერთგვარი პრემიერა მის კარიერაშიც; გაორკეესტრებული თავისი ნაწაწრმოებები პირველად სრულდება ორკესტრთან ერთად და პრემიერა ექნება სწორედ თბილისის დის საკონცერტო დარბაზში”.

გიორგი კერესელიძე დარწმუნებულია, რომ ჯაზ-ფესტივალის მესამე დღეც სრული ანშლაგით ჩაივლის. ისთერ პრომოუშენის დირექტორი დასკვნით საღამოზე გაცილებით მეტ მსმენელს ელის თბილისის დის საკონცერტო დარბაზში.

თბილისის რიგით 22-ე ჯაზ-ფესტივალი 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით – Tbilisi Big-Band & New Jazz Generation გაიხსნა[tabs tab1=”Tab 1″ tab2=”Tab 2″ tab3=”Tab 3″]

[tab id=1]Tab content 1[/tab]
[tab id=2]Tab content 2[/tab]
[tab id=3]Tab content 3[/tab]

[/tabs].

  • თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორია სოკარი.
  • ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

გიორგი ნაკაშიძის ფოტოები:

Tbilisi Jazz Fest 2019, Day 2 – Photo by Giorgi Nakashidze

მასალების გადაბეჭდვის წესი