ახალი ამბები

ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორები დააყაჩაღეს

2 მარტი, 2019 • 1948
ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორები დააყაჩაღეს

ზუგდიდში “ლიბერთი ბანკი” საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დააყაჩაღეს. დაჭრილია ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და ოპერატიულ-საგამოძოებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ინკასატორს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში აქვს ჭრილობა მიყენებული. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მიმდინარე კვირას ეს “ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღების მესამე შემთხვევაა. წინა ორი შემთხვევა თბილისში  – ყაზბეგის გამზირსა და ნაძალადევის რაიონში 28 თებერვალს ჰქონდა ადგილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი