ველოტრანსპორტის განვითარება — EU-ს მხარდაჭერილი ინიციატივა თბილისში

თბილისში, ავტომობილების ბუმის ფონზე, ველოტრანსპორტის განვითარება პირველ ნაბიჯებს დგამს. ველოაქტივისტი ლიკა მერაბიშვილი ევროკავშირის დახმარებით ცდილობს, ველოსიპედით სიარულს პოპულარიზაცია გაუწიოს.

ლიკა მერაბიშვილი ველოსიპედით სიარულს უწევს პოპულარიზაციას. ფოტო: ნეტგაზეთი

როგორც ცნობილია, ველოსიპედით სიარული სახსრებისთვის, ძვლების სიმაგრისთვის, გულის, ტვინისა და სისხლძარღვების მუშაობისთვის სასარგებლოა;

ლიკა მერაბიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი

ის ასევე ავითარებს კუნთებს და ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. ამასთან, ლიკა მერაბიშვილის თანახმად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Safe Drive-ის (“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”) პროექტის კოორდინატორია, ეს ჯანსაღი, “მწვანე”, ნაკლებხარჯიანი ტრანსპორტია.

ფოტო: ნეტგაზეთი

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ ირჩევს ტრანსპორტად ველოსიპედს. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ისინი ამჯობინებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომობილებით იარონ.

საცობი სანაპიროზე, გალაკტიონის ხიდთან. ფოტო: ნეტგაზეთი.

ასე ხდება თბილისშიც, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა ძლიერ გადატვირთულია;

ფოტო: ნეტგაზეთი

ლიკა მერაბიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია Safe Drive-ის (“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”) პროექტის კოორდინატორი, ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ ამ რეალობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, ქალაქში მოეწყოს ინფრასტრუქტურა ველოსიპედისტებისათვის, რათა ველოსიპედით სიარული უსაფრთხო გახდეს.

ხედი ვაკის პარკიდან, რომელიც ველომოყვარულებისთვის (და სხვებისთვისაც) იშვიათი გამწვანებული სივრცეა ქალაქში. ფოტო: ნეტგაზეთი

იმის მიუხედავად, რომ ველომოყვარულთათვის “მეგობრულად” ითვლება, ვაკის პარკის ზოგიერთ ბილიკზე ველოსიპედისტების მოძრაობა აკრძალულია. ფოტო: ნეტგაზეთი

“იმისთვის, რომ ქალაქი ავტომობილებისგან განიტვირთოს, საჭიროა საზოგადოებრივი და ველოტრანსპორტის განვითარება”,- გვეუნება იგი.

პარკინგიც იშვიათი ფუფუნებაა ველოსიპედისტებისათვის. ფოტო: ნეტგაზეთი

სწორედ ამის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად ლიკა მერაბიშვილის პროექტი, რომელიც მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის” ფარგლებში განახორციელა.

ველოპარკინგი. ფოტო: ნეტგაზეთი

ათობით ველოსიპედისტი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ერთად გადაადგილდება და მანქანების გაკვირვებულ მძღოლებს გზის დათმობას აიძულებს — თბილისში ასეთ სცენას არცთუ ხშირად გადააწყდებით. ლიკას პროექტის ფარგლებში, ორი ასეთი ველომარში მოეწყო, რომელიც ველოტრანსპორტის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს “ველოკლუბის” წევრებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სხვებმა.

ლიკა მერაბიშვილი საბურთალოს ველობილიკზე. ფოტო: ნეტგაზეთი

პროექტის განხორციელების პერიოდი, როგორც მერაბიშვილი იხსენებს, დაახლოებით იმ დროს დაემთხვა, როდესაც თბილისის მერიამ საბურთალოზე ველობილიკები მოაწყო, რასაც წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

ძველი ველობილიკი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ფოტო: ნეტგაზეთი

თუმცა, მისი თქმით, ასეთი უფრო მეტი ბილიკი უნდა გაკეთდეს. მისი პროექტი პოპულარიზაციასთან ერთად ამ საკითხის ადვოკატირებასაც ითვალისწინებდა, მათ შორის, თბილისის მერიასთან.

ძველ ველობილიკზე, სხვადასხვა ადგილას, შესაძლოა, გაჩერებული მანქანები შეგხვდეთ, რომლებიც ველოსიპედის გზას ხერგავენ. ფოტო: ნეტგაზეთი

“არის კიდევ ერთი ძველი ბილიკი მტკვრის სანაპიროზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება ევროსტანდარტებს… ასევე, მერიის თანამშრომლებთან შეხვედრისას წარმოვადგინეთ გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოეწყოს ველობილიკი უნივერსიტეტის ქუჩაზე, “მაღლივ” კორპუსთან”,- ამბობს მერაბიშვილი.

ლიკა მერაბიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი

ლიკა ამბობს, რომ ეს პროცესი კომპლექსური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობას დაისახავს მიზნად.

ფოტო: ნეტგაზეთი


სტატია გამოქვეყნდა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com