ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საკითხები, რომელიც სომხეთისა და საქართველოს პრემიერებმა განიხილეს

22 აგვისტო, 2014 • • 1075
საკითხები, რომელიც სომხეთისა და საქართველოს პრემიერებმა განიხილეს

როგორც ოვიკ აბრამიანმა განაცხადა, მხარეებმა განიხილეს სატრანსპორტო კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პრობლემა, ასევე დეტალურად იყო განხილული ორივე ქვეყნის საზღვრებზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის საკითხი, ახალი ხიდის მშენებლობის საკითხი საკონტროლო გამშვები პუნქტზე ბაგრატაშენ-სადახლო.

 

ასევე, როგორც მან აღნიშნა, განხილული იყო სიტუაცია ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტზე, სადაც მეწყერის გამო გზა ჩამოინგრა. სომხეთის მხარემ შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს თანამშრომლობა შეთავაზა. 

 

თავის მხრივ, საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ორ მეზობელ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 42-ით გაიზარდა, რაც ღარიბაშვილის თქმით, არის სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მტკიცებულება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მხარემ შეთავაზა სომხეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ ახალ ხიდს „მეგობრობის ხიდი“ დაერქვას და „ეს წინადადება სიამოვნებით იყო მიღებული.“

 

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრის დროს მხარეები რეგიონული სტაბილურობის საკითხებსაც შეეხნენ.

 

ამასთან, საქართველოს პრემიერის ერევანში ვიზიტამდე, პრესა აქტიურად საუბრობდა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციული არჩევანის ჭრილში: ევრაზიული კავშირის მხარეს – რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან, და საქართველოს – ევროკავშირისა და NATO-სთან. პირველ რიგში, საუბარი შეეხებოდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გაუქმებას, საბაჟო გადასახადების შესაძლო ზრდას, მათ შორის რუსულ ბუნებრივ აირზე, რომელიც სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ხვდება; ქვეყნებს შორის არსებულ პრობლემებზე, რომლებიც 1 სექტემბრიდან საქართველოში სავიზო რეჟიმის შეცვლის შემდეგ წარმოიშობა. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ ერევანში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ჩამოდის, მისი ვიზიტის შემდეგ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი თეირანში გაემგზავრება. ადგილობრივი ანალიტიკოსები, კერძოდ, Lragir.am -ის პოლიტიკური მიმომხილველი, ნაირა აირუმიანი  მიიჩნევს, რომ ყველა ეს ვიზიტი ურთიერთკავშირშია. მისი თქმით, ამჟამად უკრაინის მოვლენებისა და რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების გამო სამხრეთ კავკასიაში გლობალური საკითხები წყდება. აირუმიანი გულისხმობს ევროპაში სომხეთისა და საქართველოს გავლით ირანული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების პროექტის შესაძლო რეალიზაციას. თუმცა, მისი აზრით, მოსკოვმა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პროექტის რეალიზებას.

 

„თუ რუსეთის ამჯერადაც არ გაითვალისწინებს მის, როგორც თავად ამბობს, სტრატეგიული პარტნიორის – სომხეთის რეალურ მოგებებს, ერევანმა უნდა გადახედოს თავის ურთიერთობებს მოსკოვთან,“- აცხადებს ნაირა აირუმიანი ნეტგაზეთთან საუბარში. 


ირაკლი ღარიბაშვილი; ოვიკ აბრამიანი; ფოტო: საქრთველოს პრემიერ მინისტრის აპარატი
ირაკლი ღარიბაშვილი; ოვიკ აბრამიანი; ფოტო: საქრთველოს პრემიერ მინისტრის აპარატი



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი