ახალი ამბები

თბილისში ხანძარს 101 წლის ვეტერანი ემსხვერპლა

1 მარტი, 2019 • 2976
თბილისში ხანძარს 101 წლის ვეტერანი ემსხვერპლა

დღეს დილით თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე , სამამულო ომის მუზეუმის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 1918 წელს დაბადებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, 101 წლის მოხუცი მუზუმის მეორე სართულზე სწორედ იმ ოთახში ცხოვრობდა, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. მოხუცი, სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ცხედარი მეხანძრე-მაშველების მისვლამდე აღმოაჩინეს.

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსისი 187 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების გულისხმობს, რამაც ცეცხლის წაკიდებით და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი