ახალი ამბები

ორსულობისას ფოლიუმის მჟავის და ვიტამინების მიღება აუტიზმის რისკს ამცირებს – ახალი კვლევა

28 თებერვალი, 2019 • 3827
ორსულობისას ფოლიუმის მჟავის და ვიტამინების მიღება აუტიზმის რისკს ამცირებს – ახალი კვლევა

ახალი კვლევის მიხედვით, ორსულობის პირველ თვეში პრენატალური ვიტამინების – ფოლიუმის მჟავისა და რკინის მიღება აუტიზმის რისკს ამცირებს, განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომელებიც ამ  კუთხით მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან.

CNN-ის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობა 241-მა ბავშვმა მიიღო. ყველა ამ ბავშვის უფროს და-ძმებს აუტისტური სპექტრის დარღვევა ჰქონდა, შესაბამისად, მათ შემთხვევაშიც არსებობდა მაღალი რისკი. კვლევის ავტორები ბავშვების განვითარებას 6 თვიდან სამ წლამდე პერიოდში აკვირდებოდნენ. ამავე დროს სატელეფონო ინტერვიუსა და მეილზე გაგზავნილი კითხვების მეშვეობით იგებდნენ, იღებდნენ თუ არა დედები ვიტამინებს.

CNN წერს, რომ იმ დედების შვილების მხოლოდ 14.1% -ს განუვითარდა აუტისტური სპექტრის დარღვევა , რომლებიც ვიტამინებს იღებდნენ ორსულობის პირველ თვეს, ხოლო   32.7%-ში გამოვლინდა აუტისტური სპექტრის დარღვევა  იმ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობისას ვიტამინებს არ იღებდნენ.

შესაბამისად, ახალი კვლევის თანახმად, აუტისტური სპექტრის განვითარება მცირდება იმ ბავშვებში, რომელთა მშობლებიც ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავასა და რკინას იღებენ. ავტორების მტკიცებით, ეს შედეგები ნიშნავს იმას, რომ ე.წ პრენატალური ვიტამინების [ სადაც დიდი დოზით არის ფოლიუმის მჟავა და რკინა] მიღება ორსულობის წინა და საწყის პერიოდში  ამცირებს აუტისტური სპექტრის დარღვევებს ამ თვალსაზრისით მაღალ რისკჯგუფებში.

აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, აშშ-შო ყოველი 59 ბავშვიდან ერთს  აუტისტური სპექტრის დარღვევა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი