ახალი ამბები

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი ფლორენციაში იპოვეს

28 თებერვალი, 2019 • 1769
ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი ფლორენციაში იპოვეს

ავსტრიაში დაკარგული ქართველი სტუდენტი, რომელსაც ოჯახი და მეგობრები ხუთი დღე ვერ უკავშირდებოდნენ, მისი გაუჩინარებიდან მეექვსე დღეს ფლორენციაში იპოვეს.

ახალგაზრდის მეგობრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე იტალიში დედასთან მიდიოდა, თუმცა გზაში ცუდად გახდა და ფლორენციის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქართველი სტუდენტის დაკარგვის შესახებ განცხადება ვენის პოლიციაში იყო შესული და ძებნაში სამართალდამცველებიც იყვნენ ჩართულები.

შენიშვნა: მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქე იპოვეს, მასალა განვაახლეთ. თავდაპირველად სათაურში და ტექსტშიც ეწერა, რომ ავსტრიაში დაკარგულ ქართველ სტუდენტს ეძებდნენ. ამავე მასალიდან, ასევე, წაშლილია ახალგაზრდის ფოტო და სხვა პერსონალური მონაცემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი