ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობა არ არსებობს

20 აგვისტო, 2014 • 1002
ხაჯიმბა: რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობა არ არსებობს

“არ ვიცი, რომელ ასოცირებულ ურთიერთობებზე მიდის საუბარი”- განაცხადა ხაჯიმბამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შესაძლო სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გაფორმების თემაზე კომენტირებისას.


რაულ ხაჯიმბა      © ИТАР-ТАСС
რაულ ხაჯიმბა © ИТАР-ТАСС


“ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციულ პროცესებზე. თუ იქნება ასეთი შეთანხმება, მაშინ ის შეეხება ჩვენი პატარა აფახზეთის უსაფრთხოებისთვის სამუშაოების გატარებას, სასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის  პირობების შექმნას და რუსთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. არანაირი სხვა წინაპირობა ეგრეთ წოდებული ასოცირებული ურთიერთობების განვითარებისთვის არ არსებობს”.


საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ხაჯიმბამ, როდესაც ის ქვეყნის სათავეში იდგა, განაცხადა, რომ აფხაზეთმა უნდა გაამაგროს სამხრეთ საზღვრები და გააძლიეროს ინტეგრაცია რუსეთთან, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტთან, – წერს “რია ნოვოსტი”.


ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს ჩატარდება. პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძაპშბა და მერაბ ქიშმარია.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი