ახალი ამბები

ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე ბაუტისტა დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა

27 თებერვალი, 2019 • 1297
ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე ბაუტისტა დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის 500-რეიტინგიანი პრესტიჟული ტურნირის 1/8-ფინალში ამ ტურნირის გასული წლის გამარჯვებული რობერტო ბაუტისტა დაამარცხა, ანგარიშით: 7:6, 4:6, 3:6.

პირველი სეტი საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტაიბრეიკით დათმო 7:6 (7:2), თუმცა მეორე და მესამე სეტები დამაჯერებლად მოიგო. შედეგად, ბასილშვილმა 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილს იკავებს, ხოლო ესპანელი რობერტო ბაუტისტა მე-18 ადგილზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი