ახალი ამბები

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

27 თებერვალი, 2019 • 1340
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ დატოვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობა, ასევე -ფრაქცია. მმართველი გუნდის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატმა უმრავლესობის და ფრაქციის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება მედიისთვის აზერბაიჯანში გააკეთა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საპარლაემნტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასაც დატოვებს.

როგორც მდინარაძე ამბობს, მმართველ გუნდში კიდევ რამდენიმე დეპუტატია, ვინც უმრავლესობის დატოვებას ფიქრობს. მიუხედავად ამისა, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ მმართველი პარტია პარლამენტში მაინც მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

საპარლამენტო უმრავლესობა ამ დროისთვის ოფიციალურად დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ. ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციისა და პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხიც დააყენონ:

პარლამენტი საძმაკაცო და სადაქალო ადგილი არაა – ბესელია კობახიძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი