ახალი ამბები

ჭიჭინაძე ბესელიას ფრაქციაში არ შევა და პარტიის შექმნას თვითონ აპირებს

27 თებერვალი, 2019 • 930
ჭიჭინაძე ბესელიას ფრაქციაში არ შევა და პარტიის შექმნას თვითონ აპირებს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეკა ბესელიას სამომავლო ფრაქციაში, სავარაუდოდ, არ გაწევრიანდება და თვითონ აპირებს პარტიის შექმნას. ამის შესახებ ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს  დღეს განუცხადა.

“მე ალბათ დაველოდები გარიცხულ დეპუტატებს, იმათთან უფრო კომფორტული იქნება ფრაქციის შექმნა, ვიდრე გამოსულებთან”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

“მე დღეს არავის ფრაქციაში ყოფნას არ ვაპირებ, პირდაპირ გეტყვით”, – ასე უპასუხა მან კითხვას, გაწევრიანდება თუ არა ბესელიას სამომავლო ფრაქციაში.

“ფრაქცია არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მე უნდა ვიცოდე შეხედულებები, ვინ იქნებიან ამ გაერთიანებაში და საერთოდ ვთვლი, რომ დრო დადგა, მე თვითონ შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია…”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

დეპუტატის თქმით, მისი ძირითადი დასაყრდენი “ოცნების” იმედგაცრუებული მხარდამჭერები და წევრები იქნებიან, ასევე კონსულტაციები აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი