ახალი ამბები

ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები კვლავ შეწყდა

20 აგვისტო, 2014 • • 1313
ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებები კვლავ შეწყდა

ABC-ის ცნობით, არაერთი პალესტინელი ტოვებს თავის სახლს მას შემდეგ, რაც ისრაელმა პალესტინის მიმართულებით ახალი სარაკეტო თავდახმა დაიწყო.

 

The Guardian-ის ცნობით, ისრაელი “ჰამასს” ადანაშაულებს იმაში, რომ დროებითი ზავის პერიოდში ღაზის სექტორიდან რაკეტები ისროლეს. ისრაელის საპასუხო თავდასხმის დროს მოკვდა ქალი და ორი წლის გოგონა, ხოლო ქალაქ ღაზაში დაიჭრა სულ მცირე 15 ადამაიანი, ათასობით ადამიანმა კი მიატოვა საკუთარი სახლები და გაეროს თავშესაფარს შეაფარეს თავი.

 

The Guardian ისრაელის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზის სექტორიდან ერთი რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით სწორედ მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მათ შორის ორი რაკეტა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში სირენების ხმა ისმის, ხოლო ღაზის საზღვრიდან 80 კილომეტრის მოშორებით თავშსაფრებია გახსნილი.

 

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად აფეთქება ქალაქ ღაზაში. © EPA, 19.08.2014
ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად აფეთქება ქალაქ ღაზაში. © EPA, 19.08.2014

ისრაელის პრმეიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოიხმო თავისი მომლაპარაკებლები ქაიროდან. ისრაელის მთავრობის სპიკერმა მარკ რეგევმა განაცხადა, რომ ‘ქაიროს მოლაპარაკებები იყო დაფუძნებული ცეცხლის შეწყვეტის უპირობო მოლოდინზე, როცა ჰამასმა განაახლა თავდასხმები, მან დაამსხვრია იმედები, რომელსაც ქაიროს მოლაპარაკებებზე ვამყარებდით,” – იუწყება The Guardian.

 

პალესტინელები კი ისრაელს ადანაშაულებენ იმაში, რომ ქაიროს მოლაპარაკებებს არასერიოზულად მიუდგა. პალესტინის დელეგაციის ხელმძღვანელი აზამ ალ-აჰმადი ამბობს, რომ ისრაელი ყოველთვის ისწრაფვოდა მოლაპარაკების ჩაშლისკენ.

 

8 ივლისიდან დაწყებულმა კონფლიქტის დროს, პალესტნის ინფორმაციით, სულ 2 000 ადამანი დაიღუპა, მათ შორის 541 ბავშვი, ათი ათასამდე ადამიანი დაშავდა, ხოლო 17 ათასი სახლი დაინგრა ღაზის სექტორში. 

 

ისრაელის მონაცემებით, 65 სამხედრო დაიკარგა სამხედრო შეტაკებების გამო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ღაზიდან გაშვებული რაკეტის გამო.

 

ქაიროს მოლაპარაკების მიზანი იყო, რვაკვირიანი კონფლიქტის მოგვარების გზები ისე ეპოვნა, რომ ორივე მხარე დათანხმებოდა ზავის პირობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი