ახალი ამბებისამართალი

თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

26 თებერვალი, 2019 • 2521
თეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 7 ცხენის ქურდობის ბრალდებით 1973 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ცხენების ქურდობაში ბრალდებულს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 თებერვალს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დაღეთში დაკავებულმა მოქალაქის კუთვნილი 7 ცხენი მოიპარა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელებმა ნაქურდალი ცხოველები პატრონს დაუბრუნეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი