ახალი ამბები

შესაძლოა, მაჩალიკაშვილმა ერთ-ერთი კარავი პროკურატურასთან გადაიტანოს

26 თებერვალი, 2019 • 1207
შესაძლოა, მაჩალიკაშვილმა ერთ-ერთი კარავი პროკურატურასთან გადაიტანოს

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შესაძლოა, პროტესტის ნიშნად ერთი კარავი საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ გადაიტანოს. ასევე, სარალიძე და მაჩალიკაშვილი აპირებენ მასშტაბური აქციების განახლებას.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, ზუსტად როდის გადაიტანენ კარავს. “ჩვენ გვინდა, რომ გავუშალოთ კარავი პროკურატურის წინ”, – გვითხრა მაჩალიკაშვილმა.

ბოლო რამდენიმე თვეა, მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილს აქციებით აპროტესტებს. მასთან ერთად პარლამენტის წინ კარვები გაშლილი აქვს ზაზა სარალიძეს, რომლის შვილი, დავით სარალიძე 2017 წლის დეკემბერში მოკლეს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებ შორის საქმის გარჩევისას.

სარალიძე და მაჩალიკაშვილი ორივე საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი