ახალი ამბები

კატეგორიულად არ ვეთანხმები გვენეტაძეს, რომ საჯარო განხილვა დამაზიანებელი იქნებოდა – ხაზარაძე

26 თებერვალი, 2019 • 979
კატეგორიულად არ ვეთანხმები გვენეტაძეს, რომ საჯარო განხილვა დამაზიანებელი იქნებოდა – ხაზარაძე

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ იზიარებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ თიბისი ბანკთან დაკავშირებული საკითხების საპარლამენტო ფორმატში განხილვა ზიანის მომტანია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს აქ გამოსვლას. რამეთუ ზიანი, რომელიც შეიძლებოდა, მიყენებულიყო თიბისიზე და მთლიანად საქართველოს იმიჯზე…

ჩვენ აქ არ ვართ მოსულები, როგორც კერძო ბიზნესმენები. საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. აღარ ეხება თიბისის. ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას”, – აღნიშნა მან.

არგუმენტი, რომელსაც ხაზარაძე არ ეთანხმება, ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ გაიზიარა და შეწყვიტა სხდომა, რომელზეც თიბისის ბანკის საკითხს განიხილავდნენ. მიზეზად მან ბანკისთვის “საფრთხის შემცველი ინფორმაციის” გავრცელება დაასახელა. კაკულიას თქმით, ეს გადაწყვეტილება გუნდთან თათბირის შედეგად მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი