ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები სომხეთის დარწმუნებას შეეცდებიან

18 აგვისტო, 2014 • 1047
ევროპის ოლიმპიური კომიტეტები სომხეთის დარწმუნებას შეეცდებიან

ჰიკი შეეცდება ევროპის პირველ თამაშებში, რომელიც 2015 წელს აზერბაიჯანში უნდა გაიმართოს, სომხეთის მონაწილეობა უზრუნველყოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რეგნუმი” ავრცელებს. 


insidethegames.biz-ის ინფორმაციით, ჰიკს ერევანში დაგეგმილი აქვს შეხვედრა სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე გაგიკ ცარუკიანთან.

 

“ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა 49 წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას ისტორიაში პირველ ევროპულ თამაშებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამის მიღწევას”, – განაცხადა ჰიკმა.

 

ევროპის თამაშები პირველად სპორტის ისტორიაში აზერბაიჯანის დედაქალაქში 2015 წელს ჩატარდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ 2012 წლის დეკემბერში, რომში მიიღეს. ევროპული თამაშები ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციის მიერ, რომელიც ამ დროისთვის ევროპის 49 ოლიმპიურ კომიტეტს აერთიანებს. ევროპის თამაშები ბაქოში 2015 წლის 12 ივნისს გაიხსნება და 28 ივნისს დაიხურება.


ბაქოს ”ოლიმპიური სოფელი”, რომელიც 2015 წლის ივნისში უმასპინძლებს ევროპის პირველ თამაშებს;         ფოტო: რადიო თავისუფლება
ბაქოს ”ოლიმპიური სოფელი”, რომელიც 2015 წლის ივნისში უმასპინძლებს ევროპის პირველ თამაშებს; ფოტო: რადიო თავისუფლება



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.   



მასალების გადაბეჭდვის წესი