ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში დამოუკიდებლობის აღიარების დღის აღსანიშნავად ემზადებიან

18 აგვისტო, 2014 • 1208
ცხინვალში დამოუკიდებლობის აღიარების დღის აღსანიშნავად ემზადებიან

სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღის აღნიშვნა, 2012 წელი;          ფოტო: Кавказский Узел
სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღის აღნიშვნა, 2012 წელი; ფოტო: Кавказский Узел


ლენინგორის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე ბარათაშვილის ინფორმაციით, 26 აგვისტოს რაიონში სადღესასწაულო ღონისძიება ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საპატიო სიგელების გადაცემით დაიწყება. მისი თქმით, სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამაში გათვალისწინებულია მხატვრული ფილმების ჩვენება და სპორტული შეჯიბრი ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში.


“შეჯიბრებებში ტრადიციულად 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელთა შორისაც არიან საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს, მესაზღვრეებისა და მეოთხე სამხედრო ბაზის სამხედრო მასამსახურეთა გუნდებიც”, – განაცხადა ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ.


დამოუკიდებლობის აღიარების დღის აღნიშვნისთვის ემზადებიან ზნაურის რაიონშიც, სადაც გაიმართება სპორტული ღონისძიებები ხელბურთში, ძალოსნობაში და ბირთვის კვრაში.


“ტურნირი ხელბურთში სოფლების გუნდებს შორის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გუნდი და რუსი მესაზღვრეები, 22 აგვისტოს დაიწყება. დანარჩენი ორი ტურნირი 26 აგვისტოს გაიმართება ”, – განაცხადა ზნაურის რაიონის ადმინისტრაციის სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა მიხეილ გაგლოევმა. მისი თქმით, ყველა სოფლის კულტურის სახლში გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი.


26 აგვისტოს, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება ძაუსა და ცხინვალის რაიონებშიც, წერს სააგენტო  “Рес”-ი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.   


მასალების გადაბეჭდვის წესი