ახალი ამბები

ეროვნული ბანკი: მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია პარლამენტში TBC-ზე საუბარი

25 თებერვალი, 2019 • 1744
ეროვნული ბანკი: მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია პარლამენტში TBC-ზე საუბარი

ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, პარლამენტში TBC ბანკის შესახებ ისაუბროს.

როგორც მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ:

“ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს, გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია.

ამასთანავე, “თიბისი ბანკი” წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომლებიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს.

მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მით უმეტეს, მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკის და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, არამიზანშეწონილად მიგვაჩნია” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხვალ, 26 თებერვალს, პარლამენტში TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უნდა წარდგეს.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ბადრი ჯაფარიძე: არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი

მასალების გადაბეჭდვის წესი