ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებს საკუთარ რეზიდენციაში მართავს

25 თებერვალი, 2019 • 1715
ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებს საკუთარ რეზიდენციაში მართავს

“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კონსულტაციებს საკუთარ რეზიდენციაში მართავს. როგორც ტელეკომპანია “პირველის” კადრებში ჩანს, შეხვედრაზე მივიდნენ გოგა ხაინდრავა, ლაშა ნაცვლიშვილი, არჩილ თალაკვაძე და ზვიად ძიძიგურიც.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში რამდნიმე წუთი დაჰყო რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

“ნეტგაზეთი” “ქართული ოცნების” პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან.

უცნობია, უკავშირდება თუ არა შეხვედრა პარტიის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ივანიშვილი  25 თებერვლიდან უმრავლესობის დეპუტატების მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს დაიწყებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი