ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ფრაქციის გარეშე რჩება

25 თებერვალი, 2019 • 1727
“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ფრაქციის გარეშე რჩება

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” ტოვებს. ჭიჭინაძის შესაბამისი მიმართვა  ბიუროს სხდომაზე ჯერჯერობით არ შესულა, დეპუტატი ადა მარშანია არ გამორიცხავს, რომ “საქართველოს პატრიოტებიდან” გასვლის შემდეგ დავით ჭიჭინაძე, დეპუტატ ეკა ბესელიასთან ერთად, ერთ ფრაქციაში გაერთიანდეს.

ფრაქციის დასაკომპლექტებლად მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო, “პატრიოტთა ალიანსს” კი პარლამენტში 5 წევრი რჩება.

“ჩვენ ერთი კვირა გვაქვს დრო, რომ ფრაქცია შევავსოთ. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ ვიმუშავებთ, როგორც პატრიოტთა ჯგუფი პარლამეტნში. ჩვენი ამოცანები და მიზნები, ცხადია, არ შეიცვლება იმის გამო, რომ ფრაქცია არ გვეყოლება. უბრალოდ, რაღაც ბერკეტები არ გვექნება, მაგრამ მაღალი ტრიბუნა ჩვენს ხელშია”, – განუცხადა ჟურნალისტებს “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ.

დეპუტატის ინფორმაციით, “პატრიოტთა ალიანსი” არავისთან მართავს კონსულტაციებს, მათ ფრაქციას რომ შეუერთდეს, თუმცა, თუ რომელიმე დეპუტატი, გარდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრისა, ასეთ სურვილს გამოთქვამს, ფრაქციაში სიამოვნებით მიიღებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი