ახალი ამბებისამართალი

არ მინდა ვატარო მათი ტკივილი – ბესელია კადრების საქმის ბრალდებულებზე

25 თებერვალი, 2019 • 3850
არ მინდა ვატარო მათი ტკივილი – ბესელია კადრების საქმის ბრალდებულებზე

ეკა ბესელია ეხმიანება იმ ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელიც სავარაუდოდ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის პირადი კადრების გავრცელების საქმეზე დააკავეს. როგორც ეკა ბესელია წერს, მისთვის ძალიან ემოციური იყო უკანონო ჩანაწერის გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ხოლო ახალგაზრდა გოგონას შესახებ ისტორია თავისი ტკივილით და განცდით – სულისშემძვრელი.

დეპუტატის განცხადებით, არ არის მისი ამოცანა და სურვილი, გაუბედურებული და ცხოვრებაარეული ახალგაზრდების ხილვა უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომის გამო.

მე არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია,” – წერს ბესელია.

უმრავლესობის ყოფილი წევრის განცხადებით, არ არის მისი თვითმიზანი ახალგაზრდების საპყრობილეში გაშვება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე , სიზუსტე და სამართლიანობა.

მე, როგორც დაზარალებულს, მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები, რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად, ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა, რასაც მე არ მოვხსნი დღის წესრიგიდან,” – წერს დეპუტატი.

ბესელია მიმართავს მედიის წარმომადგენლებსაც, რომ ამ თემებზე საუბრისა თუ მსჯელობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა არ მოხდეს მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია:

გაუფრთხილდეთ ადამიანებს! ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო! ასეც ვაპირებ გაგრძელებას, როგორი ბარიერებიც არ უნდა აღიმართოს წინ…”

მოქალაქე, რომელზეც დეპუტატი საუბრობს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში ახალგაზრდა ქალი საჯარო ბოდიშს უხდის ეკა ბესელიას და საუბრობს საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე, რომელიც გადახდა დეპუტატის კადრის რამდენიმე მეგობართან გაგზავნის შემდეგ.

ვრცლად:

ფარული კადრების საქმეზე დაკავებული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

მასალების გადაბეჭდვის წესი