ახალი ამბები

კინოთეატრებში მხოლოდ რუსულად დუბლირებული ფილმების წინააღდეგ მანიფესტი შეიქმნა

24 თებერვალი, 2019 • 2019
კინოთეატრებში მხოლოდ რუსულად დუბლირებული ფილმების წინააღდეგ მანიფესტი შეიქმნა

“უარი მხოლოდ რუსულად დუბლირებულ ფილმებს, ქართულ კინოთეატრებში”-ამ სახელწოდებით შეიქმნა მანიფესტი, რომელსაც ამ დროისთვის 900-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მანიფესტის თანახმად, საქართველოს კინოთეატრები არ ითვალისწინებენ კანონმდებლობის მოთხოვნას, რაც თითოეულ ფილმში ქართული სუბტრიტრებისა და დუბლირების აუცილებლობას გულისხმობს.

“რადგანაც, საქართველოს ხელისუფლებას და იმ სამინისტროს, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა ქართული კულტურის განვითარება არ სურთ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება სინეასტების გაერთიანება “სინეასტები” მოითხოვს კანონის აღსრულებას

1) ნუ გვართმევთ ქართულად ყურების უფლებას

2) არსებული მდგომარეობა, ალტერნატივის არ არსებობის პირობებში, გვაიძულებს კინოს, თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას, არა სახელმწიფო ენაზე, ქართულად, არამედ ოკუპანტი ქვეყნის ენაზე, რუსულად გავეცნოთ.

3) უცხო ენის ცოდნის ვალდებულებას ნუ აკისრებთ იმ მაყურებელს, ვისაც სურს კულტურული გამოცდილების შეძენა,”-წერია მანიფესტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი