ახალი ამბებირეკლამა

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

22 თებერვალი, 2019 • 845
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განათლების საერთაშორისო  გამოფენაზე

22-23 თებერვალს,  საგამოფენო  ცენტრში  ექსპოჯორჯია   ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მონაწილეობას იღებს   „საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ  სწავლისა და სტუდენტური სერვისების“ მე-9 საერთაშორისო გამოფენაში.

   გამოფენის სტუმრებს  შესაძლებლობა აქვთ ამომწურავი ინფორმაცია  მიიღონ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, მისი საქმიანობის, არსებული პროფესიული პროგრამების, განხორციელებული პროექტების, დასაქმებისა და მომავალი კარიერული ზრდის შესაძლებლობის შესახებ.  

გამოფენა ყოველწლიურია და ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საგამოფენო ცენტრ „ ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი