ახალი ამბები

რ2-ს ცნობით, სამხარაულის ბიუროდან თანამშრომელმა ძვირფასეულობა მოიპარა – დაკავებულია 1 პირი

23 თებერვალი, 2019 • 1424
რ2-ს ცნობით, სამხარაულის ბიუროდან თანამშრომელმა ძვირფასეულობა მოიპარა – დაკავებულია 1 პირი

სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროდან დიდი ოდენობით ძვირფასეულობა მოიპარეს – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.

“შაბათის კურიერის” ანონსის თანახმად, “ათიათასობით ლარის ღირსებულების ოქრო და ბრილიანტი დაცული სეიფიდან სამხარაულის ბიუროს ექსპერტმა გაიტანა”.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ უკვე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც პატიმრობა აქვს მისჯილი. გამოძიება მას სამსახურებრივი მდგომარობის გამოყენებით დიდი ოდენობით მითვისებას ედავება. შესაბამის დანაშაულს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი მოიცავს.

დაკავებულის წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის მარტშია ჩანიშნული. პროკურატურა სხვა დეტალებზე, ამ დროისთვის, არ საუბრობს.

*ფოტო არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი