ახალი ამბები

სია: ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნაცვლიშვილის ინიციატივას დაგროვებით პენსიაზე

22 თებერვალი, 2019 • 2264
სია: ვინ (არ) დაუჭირა მხარი ნაცვლიშვილის ინიციატივას დაგროვებით პენსიაზე

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” ალტერნატიულ ინიციატივას“დაგროვებითი პენსიის” შესახებ, რის შემდეგაც ბექა ნაცვლიშვილმა პარტია და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 22 დეკემბერს, პირველი მოსმენით განიხილეს და მას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის მისაღებად 52 ხმა იყო საჭირო.

ნახეთ, ვინ მისცა ხმა აღნიშნულ კანონპროექტს:

  • ირაკლი აბუსერიძე
  • ლევან ბეჟანიძე
  • ეკა ბესელია
  • გიორგი გაჩეჩილაძე
  • ბიძინა გეგიძე
  • ლევან გოგიჩაიშვილი
  • ელგუჯა გოცირიძე
  • ალექსანდრე ერქვანია
  • გიორგი თოთლაძე
  • ირმა ინაშვილი
  • რატი იონათამიშვილი
  • ემზარ კვიციანი
  • კობა კობალაძე
  • ლევან კობერიძე
  • კარლო კოპალიანი
  • გიორგი კოპაძე
  • გიორგი ლომია
  • კობა ლურსმანაშვილი
  • გენადი მარგველაშვილი
  • ადა მარშანია
  • გუგული მაღრაძე
  • სულხან მახათაძე
  • გელა მიქაძე
  • გრიგოლ მიქელაძე
  • რომან მუჩიაშვილი
  • თამაზ ნავერიანი
  • კობა ნაკაიძე
  • კობა ნარჩემაშვილი
  • ბექა ნაცვლიშვილი
  • სიმონ ნოზაძე
  • ზაზა პაპუაშვილი
  • რუსლან პოღოსიანი
  • გია ჟორჟოლიანი
  • ერეკლე ტრიპოლსკი
  • გედევან ფოფხაძე
  • მიხეილ ყაველაშვილი
  • შოთა შალელაშვილი
  • მირიან წიკლაური
  • გივი ჭიჭინაძე
  • თენგიზ ხუბულური
  • თამარ ხულორდავა
  • მარიამ ჯაში

კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა დეპუტატებმა:

  • დავით ბაქრაძე
  • ირაკლი ბერაია
  • გიორგი ბოკერია
  • ხათუნა გოგორიშვილი
  • გიორგი კანდელაკი
  • სერგი კაპანაძე
  • ოთარ კახიძე
  • რამაზ ნიკოლაიშვილი
  • ირინე ფრუიძე
  • გოდერძი ჩაქსელიანი

კანონპროექტის შესახებ

“სოციალ-დემოკრატების” მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვილილებების პროექტი ითვალისწინებდა “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის სახელწოდების ცვლილებას “თაობათა სოლიდარობის და დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონად.

პროექტის თანახმად, უნდა შექმნილიყო ახალი საპენსიო სქემები: თაობათა სოლიდარობის სქემა და დაგროვებითი პენსიის სქემა. კანონპროექტი არეგულირებდა განსაზღვრული სარგებელის საპენსიო სქემასთან, დაგროვებით პენსიასთან, დაგროვების კოეფიციენტთან, თაობათა სოლიდარობის საპენსიო ანგარიშთან, საპენსიო სარგებელთან, საპენსიო ფონდთან და ჩანაცვლების კოეფიციენტთან დაკავშირებული საკითხებს.

გარდა ამისა, რეგულირდებოდა თაობათა სოლიდარობის სქემაში მონაწილეთა გაწევრიანებასთან, საპენსიო სარგებელის მიღების შეწყვეტასთან, საპენსიო ფონდში არსებული საპენსიო აქტივების ინვესტირების პრინციპებთან და საპენსიო ასაკის მიღწევამდე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებში დასაქმებული პირის პენსიის წარმოშობის უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

პროექტი ასევე განსაზღვრავდა კანონის ამოქმედებიდან ოცი წლის განმავლობაში საპენსიო სარგებელის ოდენობის გამოთვლის განსაკუთრებულ წესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი