ახალი ამბები

“ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

22 თებერვალი, 2019 • 1499
“ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

სამი დეპუტატის უმრავლესობიდან გასვლის შედეგად “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

ჩვეულებრივ, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს პარტია, რომელსაც, სულ მცირე, 113 დეპუტატი ჰყავს. “ქართული ოცნება” 2016 წლიდან ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას — საკანონმდებლო ორგანოში “ოცნებას” 115 დეპუტატი ჰყავდა.

თუმცა 2018 წელს უმრავლესობა დატოვა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, რის შედეგადაც “ოცნებას” 114 დეპუტატი დარჩა.

22 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობას ტოვებენ ბექა ნაცვლიშვილი და ეკა ბესელია, ასევე, სავარაუდოდ ლევან გოგიჩაიშვილიც. შესაბამისად, “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 25 თებერვალს შესაძლოა უმრავლესობა გედევან ფოფხაძემაც დატოვოს, ის განცხადების გაკეთებას აპირებს.

საკონსტიტუციო უმრავლესობას ნამდვილად არ გამოვეტირები – ჩუგოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი