ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პარტიები სამხრეთ ოსეთში საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ითხოვენ

13 აგვისტო, 2014 • 1163
პარტიები სამხრეთ ოსეთში საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ითხოვენ

“სახალხო პარტიამ” და პარტიამ “სამართლიანი ოსეთი” მიმართვა დღეს, 13 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ისინი რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირში სამხრეთ ოსეთის ასოცირებული წევრის სტატუსით გაერთიანების შესაძლებლობის განხილვას ითხოვენ. 

 

პარტიებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შესვლის ან არშესვლის არჩევანის გაკეთებამდე, ინტეგრაციის პროცესის გამარტივება ნაადრევი და არაკონსტრუქციულია. მათი აზრით, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ბევრი რთული პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვს. ორივე პარტია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით გადასადგმელი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საბაჟო პოსტის “ქვემო ზარმაგი” სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხრეთ საზღვრებზე გადატანა უნდა იყოს.


“დღეს რესპუბლიკა სავსეა საქართველოდან კორუფციული და კონტრაბანდული გზებით შემოსული საქონლით. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე შემოღწევა შეუძლიათ დივერსიულ ჯგუფებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის შემდეგ სერიოზულად განიხილებოდა საბაჟო გამშვები პუნქტის “ქვემო ზარმაგი” სამხრეთ საზღვარზე გადატანის საკითხი. მაშინ ეს ვერ მოხერხდა სამხრეთელ მეზობლებთან ჩვენი საზღვრების არასაკმარისი დახურულობისა და რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც დაკავშირებული იყო ომისშემდგომ პროცესში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ბოროტად გამოყენებასთან”, – ნათქვამია “სახალხო პარტიისა” და პარტია “სამართლიანი ოსეთის” მიმართვაში.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი