ოსი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართული მხარე პასუხისმგებლობას იღებს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამ მემორანდუმის სახით და რომ ისინი არ გამოიყენებენ ძალას. სანამ ეს პირობა არ შესრულდება, შეხვედრის შემთხვევაშიც სალაპარაკოც არაფერია”, – განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგაც ისაუბრა მედიასთან და განაცხადა, რომ “
ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას რუსული, აფხაზური და ოსური მხარეები ქართული მხარისგან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც ითხოვენ.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელი იყო.