ახალი ამბები

ეკა ბესელიას 5-პუნქტიანი ხედვა სასამართლოს რეფორმისთვის

22 თებერვალი, 2019 • 1508
ეკა ბესელიას 5-პუნქტიანი ხედვა სასამართლოს რეფორმისთვის

ეკა ბესელიამ, რომელმაც დღეს, 22 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, სასამართლო რეფორმის მისეული ხედვა წარმოადგინა.

უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრის ხედვა ხუთ პუნქტს მოიცავს, რომლებიც კონსტიტუციურ რეფორმას, იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის შეცვლასა და სხვა საკითხებს მოიცავს.

“რა უნდა გავაკეთოთ? რა მიმაჩნია, რომ უნდა გაკეთდეს და რის მიღწევას ვცდილობდი ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი პარტიის შიგნით, სასამართლო რეფორმის კუთხით?

  •  ხალხს უნდა ვკითხოთ, უჭერენ თუ არა მხარს მოსამართლეთა უვადოდ განწესებას – იმ მოსამართლეთა უვადოდ განწესებას, რომლებიც იყვნენ იმ სისასტიკისა და არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედი- და კონსტიტუციური ცვლილება დავიწყოთ. მათ შორის, ეს ცვლილება უნდა შეეხოთ იმათაც, ვინც უკვე დანიშნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირად გვექნება პასუხი იმათ მიმართ, ვინც უკვე გაანწესა ნდობადაკარგულმა იუსტიციის საბჭომ და მათ მიმართ, ვინც უნდა გაანწესოს.
  • იუსტიციის საბჭო უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უსწრაფესად.
  • იუსტიციის სკოლის რეფორმით უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლოს შიგნით და ის ადამიანები, ვინც ემსახურებოდნენ ამ ძალადობრივ რეჟიმსა და სისასტიკეს, მათ უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება.
  • უნდა გამკაცრდეს პასუხისმგებლობის საკითხები და დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ამ საბჭოს ხელში. უნდა დაკომპლექტდეს საბჭო ახალი შემადგენლობით და დაბალანსებული კონფიგურაციით.
  • უზენაეს სასამართლოში მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ რეჟიმთან, არ იყვნენ მათი მსახურნი. დღეს ჩვენ ვხედავთ პროცესს, როცა ისევ ხდება ამ ინტერესების ლობირება და ამას ვხედავთ პარლამენტის თავმჯდომარისა და იმ ადამიანების სახით, ვინც არასდროს მინახავს იმ ბრძოლაში, რომელშიც მე, ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები ვცდილობდით სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი