ახალი ამბები

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

22 თებერვალი, 2019 • 1749
ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და “ქართული ოცნება” დატოვა. შესაბამისი განცხადება მან დღეს გააკეთა. დეპუტატის თქმით, ქართული ოცნება თავის ღირებულბებს ასცდა. ამის მაგალითად სასამართლოს საკითხი დაასახელა.

გუშინ უმრავლესობამ ჩააგდო მისი და 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს I და II ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო. ეკა ბესელია ამბობდა, რომ ეს კანონპროექტი მისთვის გადამწყვეტი იყო.

ბესელია აცხადებს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს მუშაობას, დაელოდება საკუთარი თანამოაზრეების გადაწყვეტილებებს და ეცდება ახალი პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას.

ბესელიას თქმით, მას ჰქონდა გუნდში დარჩენის შეთავაზება და ალტერნატივაც, ასევე თხოვნაც, თუმცა მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

უყურეთ ბესელიას განცხადებას ლაივში:

 

ეკა ბესელია საგანგებო განცხადებას აკეთებს და უმრავლესობას ტოვებს http://netgazeti.ge/news/342745/

Posted by netgazeti.ge on Thursday, February 21, 2019

ამავე თემაზე

ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი