ახალი ამბები

“გაათავისუფლეთ სასამართლო!” – 22 თებერვალს უზენაეს სასამართლოსთან აქცია გაიმართება

22 თებერვალი, 2019 • 1484
“გაათავისუფლეთ სასამართლო!” – 22 თებერვალს უზენაეს სასამართლოსთან აქცია გაიმართება

გაათავისუფლე სასამართლო! – ამ ლოზუნგით დღეს, 22 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან (ძმები ზუბალაშვილების ქ. #32) საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო აქტივისტების და სტუდენტების ჯგუფი.

ხვალ, აქცია-მსვლელობის პარალელურად, ირაკლი კობახიძე მართავს შეხვედრას იუსტიციის საბჭოს წევრებთან, მოსამართლეებთან და დიპლომატიურ კორპუსთან.

როგორც დაანონსებული აქციის ორგანიზატორი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, მოქალაქეების და აქტივისტების მიზანია, ამ შეხვედრის პარალელურად და პარლამენტის მეირ ჩაგდებული კანონპროექტის საპასუხოდ, გამოხატონ წინააღმდეგობა და პროტესტი, რომელიც უკავშირდება “ქართული ოცნების გარიგებას სასამართლოში არსებულ კლანთან”.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ქართული ოცნება არ ამბობს უარს ნაცმოძრაობის მიერ შექნილ კლანთან თანამშრომლობაზე და პირიქით, მათ აქვთ მკაფიო პოზიცია, რომ ბოლომდე უნდა დაიცვან ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი.

  • 21 თებერვალს, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 9 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა. ეკბა ბესელიას და მისი თანამოაზრე დეპუტატების კანონპროექტს 45-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო 17 წინააღმდეგ წავიდა. კვორუმისთვის 76 დეპუტატის მონაწილეობა იყო საჭირო.

ვრცლად:

ვინ (არ) დაუჭირა მხარი ბესელიას და სხვების კანონპროექტს

მასალების გადაბეჭდვის წესი