ახალი ამბებისამართალი

სუფსაში ცეცხლსასროლი იარაღით 2 კაცი დაჭრეს

21 თებერვალი, 2019 • 2052
სუფსაში ცეცხლსასროლი იარაღით 2 კაცი დაჭრეს

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საშუალო ასაკის ორი კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. სუფსაში სროლის ხმა 15-წუთიანი ინტერვალით გაისმა.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაზარალებულს მას შემდეგ ესროლეს, როცა სახლში იმყოფებოდა და დაძახების ხმაზე გარეთ გავიდა. მეორე გასროლა პირველი შემთხვევიდან მალევე, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მოხდა.

ერთ-ერთი დაჭრილი გადაყვანილია ლანჩხუთის საავადმყოფოში, ხოლო მეორე- ფოთში.

ნეტგაზეთისთვის უცნობია ინფორმაცია დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

შემთხვევის ადგილზე მუშაობს პოლიცია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი