ახალი ამბები

სევდია უგრეხელიძე: მერიის ძველ თანამშრომლებს თანამდებობების დატოვებას აიძულებენ

13 აგვისტო, 2014 • • 1113
სევდია უგრეხელიძე: მერიის ძველ თანამშრომლებს თანამდებობების დატოვებას აიძულებენ

“თბილისის ახლახან დამტკიცებულმა მთავრობამ მუშაობა დაიწყო იმით, რომ ახორციელებს ზეწოლას საკრებულოს თანამშრომლებზე, დაწყებული სამსახურის უფროსების მოადგილეებიიდან და გამგებლების მოადგილებიდან, დამთავრებული რიგითი თანამშრომლებითა და მძღოლებით. ისინი აიძულებენ თანამშრომლებს საკუთარი ნებით დაწერონ განცხადებები და დატოვონ სამსახურები და ანტიკონსტიტუციურ ატესტაციამდე ადრე გამოათავისულონ მათი ადგილები”- აცხადებს სევდია უგრეხელძე, საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

 

უგრეხელიძის თქმით, ამ საქმის სათავეში დგას მერი დავით ნარმანია, ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი და ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჩახავა.

 

უგრეხელიძის განცხადებით, სისხლის სამართლის 169-ე მუხლი დანაშაულად თვლის ძალადობას, ძალდატანებას, ამგვარი განცხადებების დაწერას და მოუწოდებს ნინა ხატისკაცს, თბილისის მერის მოადგილეს, რომელიც უგრეხელიძის თქმით, მერიაში სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა, რომ დაიცვას მერიის თანამშრომლების უფლებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი