ახალი ამბებირეკლამა

GIPA-სა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 თებერვალი, 2019 • 1240
GIPA-სა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის მიზანი საგანმანათლებლო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთის მხრივ, გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მათი დასაქმების ხელშეწყობა, ხოლო მეორეს მხრივ, საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებაა.

დაარსებიდან დღიდან GIPA-ს მთავრი პრიორიტეტი საქართველოს საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ლიდერების აღზრდაა.

გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ამზადებს დარგობრივი კომპეტენციის მქონე კადრებს; ის ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში აღნინშული მიმართულებით და მისი კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია გარემოს დაცვით საჯარო და კერძო ორგანიზაციებში.

მემორანდუმის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, GIPA ყოველწლიურად უზრუნველყოფს სამინისტროს თანამშრომლების დასწრებას გარემოს დაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტზე, გაუწევს კონსულტაციებს კომპეტენციის ფარგლებში და შეიმუშავებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალურ კურსებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტრო კი თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს GIPA-ს გარემოს დაცვითი მენჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ, უწყებასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში პრაქტიკის გავლას და პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში ჩართვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი